ევროკავშირი

ევროკავშირის ქვეყნებმა ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის კანდიდატობის მინიჭებას მხარი დაუჭირეს

Reuters

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა 15 დეკემბერს უნდა დაამტკიცონ.

გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ ბოსნია ევროკავშირის წევრობის 7 კანდიდატს – ალბანეთს, მოლდოვას, უკრაინას, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, სერბეთსა და თურქეთს – შეურთდება. კანდიდატობიდან ბლოკის წევრობამდე გზა, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს და მოიცავს კომპლექსურ მოლაპარაკებებს ადგილობრივი კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოებაზე.

"ეს პოლიტიკური სიგნალია არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით". – თქვა ევროკავშირის დიპლომატმა.

ოქტომბერში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ თქვა, რომ ბოსნიას სჭირდება დამატებითი რეფორმები, მათ შორის სასამართლო სისტემაში, კორუფციასთან ბრძოლისა და საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით. მისივე თქმით, ბოლო წლებში ამ საკითხებში მცირე პროგრესი უკვე მიღწეულია.

ბოსნია-ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა. ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი 2022 წლის 12 ოქტომბერს დაუჭირა.

კომენტარები