ევროკავშირი-ბოსნია და ჰერცეგოვინა

ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. კომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროკავშირში სრულად ინტეგრაციისთვის 8-ნაბიჯიანი რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდზე ვრცელდება.

"კომისია რეკომენდაციას უწევს ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების, კანონის უზენაესობის, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კონკრეტული 8 ნაბიჯი გადაიდგმება. კომისია გააგრძელებს რეფორმების გატარების მცდელობებს, რათა დაჩქარდეს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი". - წერია განცხადებაში. 

რეკომენდაციები, რომლებიც ქვეყანამ სრულად ინტეგრაციაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა შეასრულოს, მოიცავს მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს შესახებ მოქმედ კანონთან დაკავშირებულ ცვლილებებს, სასამართლოების შესახებ ახალი კანონის მიღებას, კორუფციის აღმოსახვრელად დამატებით ზომებსა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. 

ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა. 

კომენტარები