სამხედრო სამსახური

ჯაფარიძე: ბიბლიური თავისუფლებინად გირჩი შემოსავალს იღებს და არ ამბობს, რომ საერთო არ მაქვს

ბიბლიურ თავისუფლებაზე

ეს ორგანიზაცია ეხმარება ახალგაზრდებს თავი აარიდონ 1 წლიან მონობას (ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურს)

როდესაც ის შევქმენით რამდენიმე წლის წინ, მთავარი დარტყმა საპატრიარქოსგან და შემდეგ ოცნებისგან მოვიდა ჩემზე - მე ვიყავი სახე და გამხმოვანებელი გირჩის იდეების, მე მაგინეს, მე ჩამდეს საფლავში, მე გადამცეს ანათემას

გირჩის გაყოფის შემდეგ, ეს ორგანიზაცია, ისევე როგორც ყველაფერი რაც გირჩს ებადა, დარჩა იქით; არაფერი გარდა საკუთარი თავისა მე არ წამომიღია

გუშინ ბიძინას მოურავმა მთავრობის სხდომაზე მლანძღა, მკრეხელობაში დამდო ბრალი და დააანონსა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით პრაქტიკულად გააუქმებს ბიბლიურ თავისუფლებას

გუშინდელიდან მოყოლებული სამთავრობო ტროლ-გვერდებმა წამოიწყეს კამპანია, თითქოს ბიბლიური თავისუფლებით მე ვიშოვე 2 მილიონამდე

ამ დროს ჩვენ ვყვირივართ რომ ბიბლიური თავისუფლება გადასარჩენია

ის გირჩი ამბობს, რომ არ აპირებს ბიბლიური თავისუფლებისთვის ბრძოლას

თუ რამე შემოსავალი აქვს ბიბლიურ თავისუფლებას, ახლაც და წლებია მიდის იმ გირჩში

ოცნება, რომელმაც ზუსტად იცის სად მიდის ბიბლიური თავისუფლების შემოსავალი, მაშავებს მე, თითქოს მილიონებს ვშოულობდე

ის გირჩი არ უარყოფს ამას და არ ამბობს გასაგებად, რომ მე ბიბლიური თავისუფლების შემოსავლებთან არაფერი მაქვს საერთო, აგრძელებს შემოსავლის მიღებას, თან ისე რომ არ დავიცავთ ამ ორგანიზაციას საპატრიარქო-ოცნების ტანდემისგანო

ოცნებაც კმაყოფილია - ჩემი გაშავების ახალი თემა შექმნეს

საპატრიარქოც კმაყოფილია - შეიძლება ისევ მონოპოლისტები გახდნენ სავალდებულო გაწვევის თავიდან არიდების სფეროში

ვარდს ვთესავ და … ამოდისო, ჩემზეა ნათქვამი

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმით, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და დაიხურება "ვითომ რელიგიური ორგანიზაციები", რომლითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებდნენ. ღარიბაშვილმა პარტია გირჩის მიერ დაფუძნებულ ბიბლიური თავისუფლების დახურვაზე ისაუბრა.

კომენტარები