საგარეო ვაჭრობა

წინა წელთან შედარებით ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა, იმპორტი – 32.5%-ით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17 023.0 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5 037.1 მლნ დოლარია (+31.8%), ხოლო იმპორტი - 11 985.9 მლნ დოლარი (+32.5%). უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 6 948.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 დეკემბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები