ტურიზმი

მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, პოზნანი, ბრიუსელი – Wizzair-ის ახალი მიმართულებები ქუთაისიდან

ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს 2023 წლის ივნისიდან დააბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის ხუთი ქალაქის მიმართულებით დაიწყებს - ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ხუთივე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება, ქუთაისის საერთაშორისო საქართველოს აეროპორტში ფართოვდება და 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზას ამატებს. ეს საშუალებას მოგვცემს, დამატებით ევროპის ხუთ ახალ ქალაქში დაიწყოს ფრენები და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეები დაემატოს. ქართველ მოგზაურებს საშუალება ექნებათ დამატებით ევროპის ოთხი ქვეყნის ხუთ ქალაქში იმოგზაურონ, ასევე, საქართველოში დამატებითი ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

2023 წლის ივნისისთვის, ჯამურად, Wizzair-ი ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.

კომენტარები