ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი, ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ და რაც მთავარია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით ბოლო 2-3 წელიწადში, გაისად მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 80 მილიარდი ლარი. პერ კაპიტა გამოდის თითქმის 7500 დოლარი. ასე რომ ეს სერიოზული პროგრესია, ეს განაპირობა, კიდევ ვიმეორებ, არავის არ ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდნენ ყველამ და განსაკუთრებით იმ ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ, ომის და სიკვდილის პარტიამ, ასე ვუწოდებ მათ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზედიზედ ორი წელია და ეს პროგრესი.
საქართველოს მთავრობა
პრემიერი: ომის და სიკვდილის პარტიას სურდა II ფრონტი, მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა
tbl.ge/67lk
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




