დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

ქეით მიდლტონი: პრინც ჯორჯის გაჩენის შემდეგ იზოლირებული ვიყავი

Vanity Fair

ქეით მიდლტონმა ბავშვების ცენტრში სტუმრობისას პირველი შვილის, პრინცი ჯორჯის გაჩენის შემდეგ გამოწვეულ გრძნობებზე ისაუბრა და თქვა, რომ თავს "იზოლირებულად" გრძნობდა.

კემბრიჯის ჰერცოგინიას პრინცი ჯორჯი 2013 წელს გაუჩნდა.

"ადრე, ამაზე სხვა დედებს ვესაუბრებოდი. პირველი წელი იყო და ჯორჯი გამიჩნდა. უილიამი კვლავ "Search And Rescue"-ში მუშაობდა, ჩვენ აქ გადმოვედით და მე ძალიან პატარა ბავშვით ვიყავი უელსში.

ძალიან იზოლირებული, მოკვეთილი ვიყავი. გარშემო ოჯახი არ მყავდა და ის [უილიამი] ღამის ცვლებში მუშაობდა. ასეთი ცენტრი რომ მქონოდა...", - თქვა ქეით მიდლტონმა.

კემბრიჯის ჰერცოგინია "ტურნეში" დადის, რის ფარგლებშიც ის მშობლებსა და ბავშვებს ხვდება და მათგან ისმენს, როგორ იცვლება ადამიანების ცხოვრება ბავშვის დაბადებიდან გაზრდამდე.

"მშობლები, აღმზრდელები და ოჯახები არიან ცენტრი ბავშვზე ზრუნვაში მათი ფორმაციის წლებში, ამიტომ მსურს მათი მოსმენა. როგორც მშობელბმა ვიცი, როგორ ვესწრაფვით ჩვენი ბავშვებისთვის ჯანმრთელობასა და სიხარულს მომავალში.

მსურს გავიგო რომელი მთავარი საკითხები ახდენს გავლენას ჩვენს ოჯახებსა და საზოგადოებებზე, ამიტომ ვფოკუსირდები იქ, სადაც ეს ყველაზე საჭიროა", - თქვა ქეით მიდლტონმა.

ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამს სამი შვილი ჰყავთ და გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრინც უილიამს მეტი შვილი აღარ სურს.

კომენტარები