რაც შეეხება ომში ჩართვას – ძალიან ბევრი რაღაც ითქმის საჯაროდ, ბევრი რაღაც არ ითქმის. მაგრამ ერთს გეტყვით მთავარს, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონო, არამედ ეს ომი და ფრონტი უნდა გადასულიყო საქართველოშიც. ამის გარდა ძალიან ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, არ ითქმის საჯაროდ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია ქართული ოცნება და ჩვენ ყველანი, ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, უზენაესი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის, საქართველოს ინტერესები. კიდევ მინდა გავიმეორო, ყველა ქვეყანას, ყველა ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
საქართველოს მთავრობა
ღარიბაშვილი: მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის ქართული ოცნება და ჩვენ, ხელისუფლება
tbl.ge/67gl
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




