სამწუხაროდ, ჩვენ ვართ მომსწრენი ოპოზიციის მხრიდან მუდმივ რეჟიმში ისეთი განცხადებების, ქმედებების, რომლებიც უბიძგებენ, ცდილობენ უბიძგონ ჩვენს ქვეყანას, გარკვეული ტიპის არეულობა იყოს, მათთვის ოცნებებში ომიც... არავითარი განცხადება, არავითარი ამგვარი დესტრუქციული ქცევა არ გვიკვირს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის რეჟიმში, ძალიან ყურადღებით და ფრთხილად, რადგან ვართ ხელისუფლება, გვაქვს ტვირთი, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის, საქართველოს პარლამენტის და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობით, ამ ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა უზრუნველვყოთ. ამ გზიდან არ გადავუხვევთ. შესაბამისად, დანარჩენი ყველაფერი ჩვენი ყურადღების ფარგლებში იმდენად ხვდება, რამდენადაც შეიძლება იყოს რისკის შემცველი, სხვა მხრივ, ამას ალბათ ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ.
საქართველოს მთავრობა
წულუკიანი: გვაქვს ტვირთი, სტაბილურობა და მშვიდობა უზრუნველვყოთ, ამ გზიდან არ გადავუხვევთ
tbl.ge/67fd
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




