დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომეხი დეპუტატი: აზერბაიჯანმა გადმოგვცა შემოთავაზება სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე

სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატისა და შინაგან საქმეთა კომისიის თავჯდომარის, ედუარდ აღაჯანიას თქმით, აზერბაიჯანმა სომხეთს შეთავაზება გადასცა სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რის შედეგადაც დეპუტატის თქმით, შესაძლებელია ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების პროცესის მესამე ეტაპის დაწყება. 

"ნამდვილად, სომხურმა მხარემ მიიღო შემოთავაზება აზერბაიჯანისგან, რომელიც, არსით, არის პასუხს სომხეთის მიერ წარდგენილ შეთავაზებაზე. შეიძლება ითქვას, რომ განიხილება შეთავაზებების მესამე პაკეტი. ვფიქრობ, არსებულ მომენტში, არასწორი იქნება, რომ ამას დოკუმენტი ვუწოდოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დეტალების გასაჯაროება არ შეიძლება, არ შემიძლია ამის თაობაზე ხმამაღლა საუბარი და მათი გასაჯაროება". – ამბობს აღაჯანიანი.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, წლის ბოლომდე შედგეს შეხვედრა სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის. 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ხელახალი ზრდა სექტემბერში დაიწყო, როცა საზღვარზე მასშტაბური შეტაკებები მოხდა. სომხეთის ინფორმაციით, შეტაკებების დროს მათ 200-მდე სამხედრო დაკარგეს. ბაქო კი აცხადებდა, რომ შეტაკებებს, აზერბაიჯანის მხარეს, 80 ჯარისკაცი ემსხვერპლა. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.

კომენტარები