ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.69 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.35 თეთრით. 5 დეკემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6987 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8431 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე თითქმის 15 თეთრით ძვირია. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი - 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.87 ლარად.

კომენტარები