საქართველოს პარლამენტი

"სამძიმარს ვუცხადებთ მეომრების ოჯახებს" – ბიუროს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბიურის სხდომაზე დეპუტატებმა უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სხდომას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. 

"სამძიმარს ვუცხადებთ იმ ოჯახებს, სადაც დღეს გლოვობენ დაღუპულ მეომრებს, ჩვენი ქვეყნის შვილებს. ქედმოხრით და იმ ოჯახების მძიმე მწუხარების გაზიარებით, ვინც დღეს უკრაინაში დაღუპულ ბიჭებს გლოვობს. ისინი სამხედრო წესით დაიკრძალებიან და ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს". - თქვა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. 

3 დეკემბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუს ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. 

კომენტარები