ჩინეთი

ჩინელი ასტრონავტები ექვსთვიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდნენ

ჩინეთის კოსმოსურ სადგურზე 6-თვიანი მისიის დასრულების შემდეგ დედამიწაზე სამი ასტრონავტი დაბრუნდა. ტიანგონგის კოსმოსური სადგურის მშენებლობის საბოლოო ეტაპის ზედამხედველობის მიზნით ისინი კოსმოსში 5 ივნისს გაემგზავრნენ. 

ასტრონავტები, ეკიპაჟის მეთაური, ჩენ დუნი და სხვა წევრები დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ თავს კარგად გრძნობენ. კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მისია წარმატებული აღმოჩნდა. 

ჩინეთში პილოტირებული კოსმოსური პროგრამა 1992 წელს დამტკიცდა, კოსმოსური სადგურის მშენებლობის დასრულება კი ამ პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საბჭოთა კავშირისა და აშშ-ს შემდეგ ჩინეთი პირველი ქვეყანაა ისტორიაში, რომელმაც ასტრონავტების კოსმოსში გაგზავნა და კოსმოსური სადგურის აშენება შეძლო.

ჩინეთმა თავისი პირველი თანამგზავრი ორბიტაზე 1970 წელს გაგზავნა. ბოლო დეკადის განმავლობაში კი კოსმოსში 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. საინტერესოა, რომ ჩინეთმა უკვე გაგზავნა უპილოტო მისია მთვარეზე კლდის ნიმუშების შესაგროვებლად და შესასწავლად. მთვარის ზედაპირზე ჩინეთის დროშაც გამოჩნდა, რომელიც ზომით ბევრად დიდი იყო, ვიდრე აშშ-ს წინა დროშები.

კომენტარები