ირანი

ირანში მორალის პოლიცია გაუქმდება – ირანის გენერალური პროკურორი

ირანული მედიის ცნობით, ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მორალის პოლიცია გაუქმდება.

"მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან". - თქვა გენერალურმა პროკურორმა, მედიის ინფორმაციით.

თუმცა, გაურკვეველია, ეს სისტემა შეიქმება თუ არა ისევ, ოღონდ სხვა სახელითა და განსხვავებილი კონტექსტით.

გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა განმარტეს, რომ სასიკვდილო განაჩენი და სამართალწარმოება "ზნეობრივი" დანაშაულებისთვის გაგრძელდება.

სექტემბერში, 22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციის პატიმრობაში გარდაიცვალა. იგი დააკავეს ჰიჯაბის არ ტარების გამო. მესამე თვეა ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს. 

ორთვენახევრიანი პროტესტის შემდეგ ირანი ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს გადახედავს

მანამდე, ირანის გენერალური პროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო გეგმავს, გადახედოს კანონს, რომელიც ქალებს თავის დაფარვას ავალდებულებს. ორთვენახევრიანი პროტესტის დაწყების მიზეზი სწორედ ამ კანონით დაკავებული ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებაა.

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის გენერალმა ამ კვირაში, პირველად განაცხადა, რომ ამინის გარდაცვალების შემდეგ არეულობებს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

ოსლოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია ირანში ადამიანის უფლებები კი იუწყება, რომ "უსაფრთხოების ძალების მიერ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს" სულ მცირე 448 ადამიანი მოკლული. გაეროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დარბევისას დააკავეს 14 000 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ირანი დასავლეთის ქვეყნებს არეულობის ორკესტრირებასა და ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში სეპარატისტული ჯგუფების სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებს.

მაჰსა ამინი სექტემბერში მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

ექსპერტთა შეფასებით, საპროტესტო აქციები ირანის მთავრობისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

კომენტარები