ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.65 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.17 თეთრით გაუფასურდა. პირველი დეკემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7112 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8278 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე 11.6 თეთრით ძვირია. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 2.89 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.85 ლარად.

კომენტარები