ევროკავშირი-უნგრეთი

ევროკომისიამ უნგრეთისთვის €13 მილიარდის ოდენობის დაფინანსების გაყინვის რეკომენდაცია გასცა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 13 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გაყინვის რეკომენდაცია გასცა. გადაწყვეტილების მიზეზი ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ შესაბამისი რეფორმების არგატარება გახდა.

ევროკომისიამ თავდაპირველად უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა, ახალი რეკომენდაციის მიხედვით ქვეყანა ვერ მიიღებს 5.8 მილიარდი ევროს, სანამ არ განახორციელებს რეფორმებს სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ.

პარალელურად, კომისიამ კიდევ ერთი რეკომენდაცია გასცა, გაყინოს 7.5 მილიარდი ევრო, რომელსაც უნგრეთი მოქალაქეების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად პირდაპირ ევროკავშირის ბიუჯეტიდან იღებს, როგორც გაერთიანების შედარებით ღარიბი წევრი.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისია უნგრეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს თვეების განმავლობაში აწარმოებდა და ქვეყანაში არსებული კორუფციის მაღალ დონესთან, სასამართლოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დამოუკიდებლობისა და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით შესაბამისი რეფორმების გატარებას მოითხოვდა.

კომენტარები