რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსები უკრაინელ ტექნიკოსებს, რომლებიც კონტრაქტს ხელს არ აწერენ, სადგურზე არ უშვებს

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან
РИА Новости

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოსკოვმა უკრაინელ ტექნიკოსებს, რომლებმაც რუსეთთან კონტრაქტების გაფორმებაზე უარი თქვეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შესვლა აუკრძალეს

ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურში, რომელიც უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს, მთელი ომის მანძილზე უკრაინელი ტექნიკოსები მუშაობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სადგური რუსეთის კონტროლის ქვეშაა. 

"ჩვენი ინფორმაციით, დღეიდან ოკუპანტებმა ტექნიკოსებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალებს - კერძოდ მათ, რომლებმაც როსტომთან კონტრაქტების გაფორმებაზე უარი თქვეს". - წერია უკრაინის გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშში.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ვეღარ შეინარჩუნებენ. მსგავს პოზიციას იზიარებს Energoatom-ის პრეზიდენტი, პეტრ კოტინიც, რომელმაც თქვა, რომ რუსი ოკუპანტები შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებოდნენ.

კოტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან ადრეა იმის გადაჭრით თქმა, რომ რუსი სამხედროები ელექტროსადგურს ტოვებენ, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ამისთვის ემზადებიან.


20 ნოემბერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორმა, რაფაელ გროსმა თქვა, რომ გასულ 24 საათში ევროპის უდიდეს ელექტროსადგურზე 10-ზე მეტი თავდასხმა მოხდა

8 ოქტომბერს IAEA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაბომბვის შედეგად ელექტრომომარაგების ბოლო გარე წყარო დაკარგა. მისივე ცნობით, ახლა სადგური გაგრილებისთვის და სხვა აუცილებელი ფუნქციებისთვის ელექტროენერგიას გადაუდებელი მოხმარების დიზელის გენერატორებით იღებდა.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებისა და ქარხნების უდიდეს ნაწილს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები