ცხრამუხის დედათა მონასტერი

მონაზვნის გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ინტერპრესნიუსი

ცხრამუხის დედათა მონასტერში, ერთ-ერთი მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესამდე, ბრალდებულების ადვოკატმა თქვა, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

შემთხვევა დედათა მონასტერში 26 ნოემბერს მოხდა. მონასტერში ყაჩაღობის მიზნით შეჭრილ უცნობებს მონაზონმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და გააუპატიურეს. 70 წლის ქალი კლინიკაში მკურნალობს. საქმეზე შსს-მ  წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავა.  

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს". 

კომენტარები