ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, გვაქვს თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, იქნება ეს აშშ, ევროპის სახელმწიფოები. ერთად გვაქვს განხორციელებული ძალიან ბევრი წარმატებული საქმე, პროგრამა, პროექტი და ეს თანამშრომლობა გრძელდება. მე, როგორც მთავრობის მეთაური, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს პარტნიორებთან გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები, შეხედულებები, ეს ბუნებრივიც არის. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და რაც ჩვენს ქვეყანას, ხალხს სჭირდება, ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ. ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად ჯერ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. ჯერ ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სჭირდება ამ მოცემულ დროს და მომავალში.
საქართველოს მთავრობა
ღარიბაშვილი: სუვერენული სახელმწიფო ვართ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ
tbl.ge/674f
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




