ევროპული საქართველო

ვაშაძე ევსაქებზე: სულ შეთქმულების თეორიებს ებრძოდნენ და [თავად] იმხელა თეორია წარმოადგინეს

თავის დროზე ეს ადამიანები ევროპულ საქართველოში ყოველთვის შეთქმულების თეორიებს ებრძოდნენ და [თავად] იმხელა შეთქმულების თეორია წარმოადგინეს, მრავალსაფეხურიანი, ცოტა მგონია, რომ აზრს მოკლებულია ეს ყველაფერი და დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს.

მე რა მომინდება [პრემიერობა] და რა არ მომინდება, ასე მარტივად საქმე არ დგას, საქმე დგას ხალხს რა უნდა.

ასე უპასუხა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია პირველში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, აკაკი ბობოხიძის კომენტარის შესახებ.

ბობოხიძემ თქვა, რომ "კეზერაშვილს პროექტი "მელია" არ გამოუვიდა და ახლა ცდილობს პროექტი "ვაშაძე" გააკეთოს, ვაშაძე და არა ხაბეიშვილი".

კომენტარები