ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.29 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.02 თეთრით გაუფასურდა. 25 ნოემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7088 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8220 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე 11.3 თეთრით ძვირია. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 2.88 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.84 ლარად.

კომენტარები