ბრიუს ლი

ახალი კვლევის თანახმად ბრიუს ლი შესაძლოა წყლის ჭარბი მიღებისგან გარდაიცვალა

Indian Express

ბრიუს ლის გარდაცვალებიდან თითქმის 50 წელი გავიდა. ახალი კვლევის თანახმად აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი და მსახიობი წყლის ჭარბი მოხმარებისგან გარდაიცვალა.

ახალი კვლევა თირკმელების ესპანელ სპეციალისტებს ეკუთვნით, მეცნიერებმა ნაშრომი ჟურნალ Clinical Kidney-ში გამოაქვეყნეს. მათი აზრით მსახიობის სიკვდილის მიზეზი სისხლში სოდიუმის კრიტიკული ნაკლებობა იგივე ჰიპონატრემია გახდა. ჰიპონატრემიას კი წყლის ჭარბი მიღება იწვევს. 

"ბრიუს ლი ქრონიკულად იღებდა დიდი რაოდენობით წყალს. საბოლოოდ თირკმელებმა დატვირთვას ვერ გაუძლეს და მწყობრიდან გამოვიდნენ. გარდა ამისა მსახიობი ხშირად მოიხმარდა მარიხუანას, რომელიც წყურვილის გრძნობას აძლიერებს". – წერია დასკვნაში.

ოფიციალური ვერსიით 32 წლის ვარსკვლავი ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. შეშუპება ასპირინისა და მეპრობამეტის მიღებამ გამოიწვია. ასპირინი ლიმ თავის ტკივილისთვის მიიღო, ხოლო მეპრობამეტი შფოთვითი აშლილობის წამალია. ექიმების აზრით მსახიობს ძალიან იშვიათი ალერგია ჰქონდა ასპირინზე.

ლის ქალიშვილს, შენონს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია. ლის მეორე შვილი ბრენდონი 1993 წელს, 28 წლის ასაკში გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები