საქართველოს საპატრიარქო და რუსეთი

მეუფე ნიკოლოზი კირილზე: ომი უკრაინაში, საქართველოში არაა საკმარისი ურთიერთობის გასაწყვეტად

პალიტრანიუსი/კადრი ვიდეოდან

ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს საქართველომაც გაიარა 90-იან წლებსა და 2008 წელს, თუმცა ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილთან ურთიერთობა გაწყვიტოს.

"ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სჭირდება ძალიან სერიოზული არგუმენტები. [...] რაც უკრაინაში დღეს ხდება, საქართველომ ეს გაიარა ჯერ კიდევ 90-იან წლებში და მერე 2008 წლის ომში.  ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს. არასწორია.

რუსეთის პატრიარქს დაუსვეს კითხვა შეკითხვა და მან თქვა, რომ მე არ ვარ მარტო მოსკოვის და რუსეთის პატრიარქი, ეს არის სრულიად რუსეთის პატრიარქი და მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეს ომი. ასე რომ, იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, არის ტყუილი. რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა, პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა არის სახელმწიფო". – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღეს მიულოცა. ილია მეორის მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

კომენტარები