პიტბული

თბილისში პიტბულმა 2 წლამდე ბავშვი დაგლიჯა

თბილისში პიტბულმა 2 წლამდე ბავშვი დაგლიჯა. მცირეწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი. ტაბულას ინფორმაციით, ძაღლი ოჯახს ეკუთვნის, შემთხვევა სახლში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ბავშვი ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი - ტაბულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასარკვევად კლინიკასთან დაკავშირებას ცდილობს. მედიის ცნობით, მას ოპერაცია უტარდება.  

დამატებით დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები