პიტბული

რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა

კადრი ვიდეოდან/ინფო რუსთავი

რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ინფო რუსთავი ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, შემთხვევა შარტავას გამზირზე მოხდა. დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდათ.

როგორც ინფო რუსთავი იუწყება, დაზარალებულების ცნობით, "პიტბული მათ თავს, ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა". მათივე თქმით, პატრონი ძაღლს ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.

ტაბულა დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები