ყაზახეთი

საპრეზიდენტო არჩევნებში თოყაევი ხმების 81.3%-ით ლიდერობს

Press Service of the President of Kazakhstan/Handout via REUTERS

ცენტრალური აზიის ქვეყნების საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი 81.31%-ით ლიდერობს

69 წლის თოყაევი საკუთარი მმართველობის 7 წლით გახანგრძლივებით იძლიერებს მანდატს, რომ განაგრძოს ქვეყნის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში.

თოყაევმა შეინარჩუნა დისტანცია რეგიონული ძალაუფლების მქონე რუსეთთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა არ ცნობს უკრაინის იმ რეგიონების სუვერენიტეტს, რომლებიც რუსეთმა სუვერენულ სახელმწიფოებად გამოაცხადა. 

"ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას". - ამბობდა თოყაევი აპრილში. მისივე თქმით, ყაზახეთი გამოთქვამდა მზადყოფნას რუსეთ-უკრაინას შორის შუამავალი ყოფილიყო.  

1 სექტემბერს თოყაევმა ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2023 წლის შუა რიცხვებში ყაზახეთში მოხდება ყველა სახელმწიფო ორგანოს პოლიტიკური ცვლილება.

როცა თოყაევი ხელისუფლებაში 2019 წელს პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევი მოულოდნელი გადადგომის შემდეგ მოვიდა, მას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ გააგრძელებდა ნაზარბაევის ავტორიტარულ კურსს. ნაზარბაევი ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად დარჩა, სარგებლობდა დიდი გავლენით - მის პატივსაცემად დედაქალაქს ნურსულთანიც ეწოდა.

თუმცა, იანვარში თავდაპირველად საწვავის ფასის მატების გამო პროტესტი დაიწყო. დემონსტრანტები სკანდირებდნენ "გადადგეს ბებერი", ნაზარბაევზე მითითებით. არეულობის ჩახშობისას 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

გამოსვლების ფონზე თოყაევმა ნაზარბაევი უშიშროების საბჭოს თანამდებობიდან გადააყენა. მან აღადგინა დედაქალაქის ადრინდელი სახელი ასტანა და ყაზახეთის პარლამენტმა გააუქმა კანონი, რომელიც ნაზარბაევსა და მის ოჯახს ანიჭებდა იმუნიტეტს. 

მოგვიანებით თოყაევმა გაატარა რეფორმები, რომლებიც მოიცავდა პარლამენტის გაძლიერებას, საპრეზიდენტო უფლებამოსილების შემცირებას და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას ერთი შვიდწლიანი ვადით - რაც იმას ნიშნავს, რომ იგი თანამდებობაზე 2029 წლამდე დარჩება

კომენტარები