ყაზახეთი

ყაზახეთში ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს

REUTERS/Pavel Mikheyev

ყაზახეთში ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო არჩევნებში ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი გაიმარჯვებს. 

არჩევნებში ხუთი ნაკლებად ცნობილი კანდიდატის წინააღმდეგ გამარჯვება 69 წლის თოყაევს მისცემს ისეთ აბსოლუტურ მანდატს, რომელსაც მანამდე მისი წინამორბედი ნაზარბაევი პირადი კულტის შექმნით ატარებდა. 

1 სექტემბერს თოყაევმა ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.

"მე ამ შემოდგომაზე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გთავაზობთ". - თქვა თოყაევმა.

ამასთან ერთად, პრეზიდენტმა შესთავაზა პარლამენტის მეჯილისა (ქვედა პალატა) და მასლიხატების (ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების) ვადამდელი არჩევნების მოწყობა მომავალი წლის პირველ ნახევარში.

ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2023 წლის შუა რიცხვებში ყაზახეთში მოხდება ყველა სახელმწიფო ორგანოს პოლიტიკური ცვლილება.

"ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მზად ვარ მივიდე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუნდაც ჩემი უფლებამოსილების შემცირების ხარჯზე". - განმარტა თოყაევმა.

თოყაევი ხელისუფლებაში მოვიდა 2019 წელს, როცა ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი მოულოდნელად გადადგა, ქვეყნის სათავეში თითქმის 30 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, და თავის შემცვლელად ტოყაევი დაასახელა.

კომენტარები