სურსათის ეროვნული სააგენტო

სეს: შპს ლიდერის შემოწმებისას, ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოვაჩინეთ

სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ცნობით, თბილისში შპს ლიდერის შემოწმებისას, ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს.

მათივე ინცფორმაციით, სააგენტომ მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს გადასცა.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს "ლიდერის" (გლდანი ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. კვლევის შედეგად ფარშის შემადგენლობაში ცხენის და ვირის დნმ-ი გამოვლინდა. ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში , პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს. ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა, გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე". - ვკითხულობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები