ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტერიალი იქნება ნოემბრის ბოლოს. ამ სამიტზე ჩვენ გვექნება საშუალება, უკრაინის მიმართ გამოვხატოთ მტკიცე მხარდაჭერა. განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე განვიხილავთ NATO-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხს. ასევე შევხვდებით პარტნიორებს, საქართველო კი, არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი გზავნილი ბუქარესტში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე.
NATO-საქართველო
სტოლტენბერგი: უკრაინაში ომის ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოსნაირ პარტნიორებთან მუშაობა
tbl.ge/66qm
დაკოპირდა
![](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_square_md/public/photos/2022/11/3p63jpzhmfkazfazwj5t6akbcu.jpg?itok=xZ9797lk)
ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ამავე თემაზე
- ჩიქოვანი NATO-ს დეკლარაციაზე: ვარ მათ რიცხვში, ვისაც ალიანსის გაფართოების სჯერა
- POLITICO: ტრამპი ფიქრობს შეთანხმებაზე, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ში არ შევიდნენ
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე მიწვეულია - მილერი
- ვინიკოვი რუსულ კანონზე: NATO კანონს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან შეუთავსებლად მიიჩნევს
- სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ინსტიტუტებითა და რეფორმებით სხვადასხვა დონეზე არიან