რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

45 უკრაინელი მებრძოლი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა

ანდრეი ერმაკი/Telegram

კიევსა და მოსკოვს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ 45 მებრძოლი და ორი დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა - წერს ანდრეი ერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი ხელმძღვანელი. 

"შედგა ტყვეების მორიგი გაცვლა - გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 მეომარი, მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში იცავდნენ ჩვენს სახელმწიფოს. ასევე, შევძელით ორი დაღუპული დამცველის ცხედრის დაბრუნება.

ჩვენ ყველა უკრაინელს სახლში დავაბრუნებთ. ამ ჯარისკაცებს სახლში ბავშვები ელოდებიან, ჩვენ მათ ნათესავებთან მუდმივ კონტაქტზე ვიყავით. დარდისა და უძილო ღამეების დრო დასრულდა. ყველაფერი კარგად იქნება". - წერს ერმაკი Telegram-ზე.

კომენტარები