რასაკვირველია, მე კარგად ვერ ვერკვევი იმ სიღრმეებში, რაც შეიძლება, ნაციონალურ მოძრაობაში არსებობდეს და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ზედაპირზეა. ზედაპირზე კი არის აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ამდენი ხანი ლიდერი ვერ გამოიკვეთა. რეალურად, ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი თავი ამოწურა და შეჭამა. დღეს ისინი ამის შედეგებს იმკიან, ვინაიდან მათი ცხრაწლიანი მმართველობის არავითარი შიდაანალიზი, გადააზრება არ მომხდარა. სწორედ ამის შედეგებია დღეს სახეზე. რა თქმა უნდა, ეს მათი საქმეა, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ყოველთვის ითვლება, რომ ქვეყნისთვის სისუსტეა, როცა სუსტი ოპოზიცია ჰყავს.
tbl.ge/66lb
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრიფინგზე, რომლებმაც პარტიის სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
ამავე თემაზე
- უგრეხელიძე: სანამ ოპოზიცია არ გაემიჯნება ფედერალისტებს, იქნება ჩერგოდამოკიდებული იმპოტენტი
- ბოკუჩავა აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ ტუნს შეხვდა
- ენმ ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანას იწყებს
- ბოკუჩავა: ვმუშაობთ, რომ უვიზო მიმოსვლა მარტო რეჟიმის წარმომადგენლებისთვის შეჩერდეს
- ენმ: ლევან ხაბეიშვილი დააკავეს




