სექსუალური ძალადობა

უორენ ბიტის სექსუალურ ძალადობაზე უჩივიან, მომჩივანის თქმით, შემთხვევა 1973 წელს მოხდა

Befunky

უორენ ბიტის წინააღმდეგ ლოს-ანჯელესის სასამართლოში სარჩელი შევიდა. ჰოლივუდის ვეტერან მსახიობს არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ედება ბრალი.

მომჩივანი კრისტინა შარლოტ ჰირშია. ქალის თქმით შემთხვევა 1973 წელს მოხდა. იმ დროს ბიტი 36-ის, ხოლო ჰირში 14 წლის იყო. მომჩივანის განმარტებით ბიტი გარკვეული დროის განმავლობაში მისი მეგობარი კაცივით იქცეოდა, მანქანით დაყავდა, გაკვეთილების გაკეთებაში ეხმარებოდა, ელაპარაკებოდა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ქალწულობის დაკარგვაზე. საბოლოოდ მსახიობმა არასრულწლოვანი სექსზე დაითანხმა. 

85 წლის უორენ ბიტის ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

ბიტი 60-70-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავია. 50-წლიანი კარიერის განმავლობაში შესრულებული აქვს როლები ათობით ფილმში, განსაკუთრებული პოპულარობა და ოსკარის ნომინაცია მსახიობს ფილმ ბონი და კლაიდში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა.

კომენტარები