რა გავლენებზე შეიძლება იყოს საუბარი, გარდა იმისა, რაც არის ბიძინა ივანიშვილის საქართველოსთვის. ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის არის საქმის მკეთებელი კაცი, რომელმაც გააარჩინა არაერთი დარგი, გადაარჩინა არაერთი სფერო, სული ჩაბერა არაერთ რეფორმას, მათ შორის, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო სათავეში, მათ შორის, როდესაც შევარდნაძე იყო ხელისუფლებაში, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ეს ადამიანი ეხმარებოდა ქართულ საქმეს, განურჩევლად ვინ იყო ხელისუფლებაში. როდესაც მიხვდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ხალხის წინააღმდეგ მუშაობდა, მან ეს დახმარება შეწყვიტა - საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებია, მაგრამ გააგრძელა ძეგლების გადარჩენა, თეატრების აღდგენა, სპორტის დახმარება და დღემდე ჩვენ და ახლა უკვე კულტურისა და სპორტის მინისტრის დარგში შემიძლია სხვა ჭრილში შევაფასო ის დიდი საქმეები, რაც მას აქვს გაკეთებული და ეს არის ძალიან დიდი საქმე, რასაც სახელმწიფო თავისი სახსრებით კიდევ 30-40 წელი ვერ გააკეთებდა. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ასეთი ბიძინა ივანიშვილი ვიღაცებს უშლის ხელს. სულ ეს ხდება, თორე ბიძინა ივანიშვილს რომ მთავრობაზე და ვიღაც სპორტის მინისტრზე, ან კიდევ პრემიერზე აქვს გავლენა, ეს არის გამოგონილი.
ბიძინა ივანიშვილი
წულუკიანი: ივანიშვილი საქართველოსთვის არის საქმის მკეთებელი კაცი, არაერთი დარგი გადაარჩინა
tbl.ge/66kg
დაკოპირდა
თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მხარდაჭერილ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში კომპრომისულ ცვლილებებზე საუბრისა.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: ივანიშვილი უდიდესი გონებრივი შესაძლებლობების მქონე კაცია
- პრეზიდენტი ივანიშვილზე: კარგია მისი პოლიტიკაში დაბრუნება, ნიშნავს რომ ჩრდილში აღარ არის
- მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშში ივანიშვილი "პრორუს ოლიგარქად" არის ნახსენები
- წულუკიანი: ამდენი წელია, საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი ივანიშვილია
- მანჯგალაძე ოცნებაზე: 17-ჯერ მოუხადეს მადლობა ივანიშვილს, არცერთხელ ქართველ ხალხს