2022 წელს გარდაცვლილები

ჯგუფ Nazareth-ის ყოფილი ვოკალისტი, დენ მაკაფერტი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

შოტლანდიური როკ ჯგუფის, Nazareth-ის ყოფილი ვოკალისტი და ერთ-ერთი დამაარსებელი, დენ მაკაფერტი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ბენდის ბასისტმა, პიტერ ეგნიუმ კოლექტივის ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.

"ეს ყველაზე სამწუხარო განცხადებაა, რაც ოდესმე გამიკეთებია. დენ მაკაფერტის ცოლმა და ოჯახმა დაკარგა არაჩვეულებრივი, მოსიყვარულე ქმარი და მამა. მე დავკარგე ჩემი საუკეთესო მეგობარი, მსოფლიომ კი ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, ვისაც ოდესმე უცხოვრია. მეტისმეტად დამწუხრებული ვარ იმისთვის, რომ ამ ეტაპზე უფრო მეტი გითხრათ". - წერს პიტერ ეგნიუ ჯგუფის სოციალურ ქსელში.

ამ ეტაპზე, მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

დენ მაკაფერტი ჯგუფ ნაზარეთში 1968 წლიდან 2013 წლამდე მოღვაწეობდა. 2013-ში მან ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბენდთან ერთად კონცერტებზე გამოსვლა შეწყვიტა. როგორც მაკაფერტიმ განაცხადა, მას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰქონდა. შემსრულებელს 3 სოლო ალბომიც აქვს გამოშვებული.

კომენტარები