IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის მესამედი პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობა, ნახევარი – არც ენდობა, არც არ ენდობა

benjielayug.com

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის მესამედზე მეტი, 35% არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს. კითხვაზე, ენდობით თუ არ ენდობით საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, დადებითად მხოლოდ 15% პასუხობს. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 49% აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს არც ენდობა და არც არ ენდობა.

2022 წლის მარტში ჩატარებული კვლევისას, მოსახლეობის 23% ამბობდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ენდობოდა, ამდენივე პასუხობდა უარყოფითად. მაშინ 53% აცხადებდა, რომ არც ენდობოდა და არც არ ენდობოდა.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის
ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე
სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა
მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ
იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი
წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები