IRI: 42%-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვის ინტერესებსაც არცერთი პარტია გამოხატავს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 42%-ის ინტერესებს არცერთი პარტია არ გამოხატავს. ეს მონაცემი მარტში 31% იყო.

IRI-ის ცნობით, გამოკითხულთა 24% პასუხობს, რომ არსებობს სულ მცირე ერთი პარტია, რომელიც მის ინტერესებს სრულად გამოხატავს, 32%-ის თქმით კი, არის ერთი პარტია მაინც, რომელიც მეტ-ნაკლებად გამოხატავს მის ინტერესებს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის
ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე
სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა
მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ
იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი
წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები