რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

WP: აშშ უკრაინას მოუწოდებს, აჩვენოს რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა

Heidi Levine for The Washington Post

Washington Post-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს პირად საუბრებში მოუწოდებს, რომ გამოხატონ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ღიაობა და აღარ განაგრონ საჯარო განცხადებები, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ პუტინის გარეშეა შესაძლებელი.

წყაროს ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნა მიზნად არ ისახავს, უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლის დაჩქარებას, არამედ ეს არის გათვლილი მცდელობა, შენარჩუნებული იქნას კიევის მთავრობის მხარდაჭერა იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ომის გახანგრძლივების გამო შეშფოთებულები არიან.

გამოცემის ინფორმაციით, მართალია, აშშ ეთანხმება უკრაინას, რომ პუტინი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ზელენსკის საჯარო უარი მოლაპარაკებებზე აშფოთებს მოსახლეობას იმ ტერიტორიაზე, სადაც სურსათისა და საწვავის ფასები ომის გამო საგრძნობლად იზრდება. 

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი 4 ნოემბერს კიევში ჩავიდა და უკრაინის მიმართ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

4 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე ოფიციალურად უარს ამბობს. ეს იყო პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 3 ოქტომბერს მოახდინა უკრაინის 4 ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან შეერთების ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია. აქამდე, 30 სექტემბერს "შეთანხმებებს" ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა.

კომენტარები