რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი პუტინს: დიალოგისთვის რუსეთმა უკრაინის საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს

ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დაიწყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების პატივისცემა, რათა მომავალში დიალოგი შესაძლებელი იყოს. 

UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტ უმარუ შისოკუ ემბალოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თავდაპირველად, გვინაო-ბისაუს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გუშინ, 25 ოქტომბერს ეწვია მოსკოვს, სადაც შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომელმაც სთხოვა უკრაინის პრეზიდენტისთვის გადაეცა მესიჯი დიალოგის დამყარების აუცილებლობის შესახებ.

ემბალოს დასკვნით, პუტინი მზად არის ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის და დიალოგისთვის "ხიდების აშენება სურს".

როგორც ზელენსკიმ თქვა, მან თავის აფრიკელ კოლეგას უფრო დეტალურად უთხრა, თუ რა ხდება სინამდვილეში.

"მე ვთქვი, რომ უნდა იყოს ხიდები ამა თუ იმ სახელმწიფოებს შორის, აუცილებელია, რომ ერთ სახელმწიფოში ინფრასტრუქტურა არ დაირღვეს. ცხადია, მაშინ შეიძლება მომავალში რაღაცაზე საუბარი". - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა იმასაც, რომ რუსეთმა ემბალოს მეშვეობით გადმოსცა, ურთიერთობების გაბლოკვის შესახებ - "დავიწყოთ განბლოკვა ჩვენი შავი ზღვიდან" - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან დაკავშირებით მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ დიალოგი იყოს, ერთმა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს მეორე სახელმწიფოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და საზღვრებს.

"მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი მარტივი ფუნდამენტური საკითებიდან იწყება ყველაფერი... ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ არის და რუსეთის პრეზიდენტის სურვილი, რომ ისაუბროს, ვფიქრობ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა დაგეგმილი რიტორიკა, რომელიც უნდა იმუშაოს მისთვის შიდა აუდიტორიაზე და იმ სახელმწიფოების აუდიტორიაზე უნდა იმუშაოს, რომლებსაც არ აქვთ იზოლირებული პოლიტიკა საკუთარ სახელმწიფოსა და რუსეთს შორის".- ამბობს ზელენსკი. 

კომენტარები