ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ ომბუდსმენობის კანდიდატს, იაგო ხვიჩიას ჰკითხა, თუ ვის ეკუთვნის მისი სული.
ნატო ჩხეიძე: ბატონო იაგო, მე თქვენთან არ შემოვალ დისკუსიაში, იმასთან დაკავშირებით, თუ პანდემიის დროს როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება [...] ამ დისკურსში მე თქვენთან არ შემოვალ, ცხადია, არც იმას გკითხავთ, ვის ეკუთვნის სხეული, მაგრამ, მოდით, გკითხავთ, ვის ეკუთვნის თქვენი სული?
იაგო ხვიჩია: სული, როგორც ბიბლია გვეუბნება, ღმერთს ეკუთვნის.
ნატო ჩხეიძე: და თქვენი სულიც ღმერთს ეკუთვნის.
იაგო ხვიჩია: არ ვიცი, ამდენი არ მიფიქრია ჯერ, მაგრამ კიდევ მაფიქრეთ.