კანიე უესტი

ტარანტინო: არ არის სიმართლე, რომ DJANGO UNCHAINED-ის იდეა კანიე უესტს მოუვიდა

ოსკაროსანი რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს თქმით, სიმართლე არ არის, რომ Django Unchained-ის იდეა კანიე უესტს ეკუთვნის.

ოქტომბერში ჰიპ-ჰოპ არტისტმა პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კვენტინ ტარანტინომ და ჯეიმი ფოქსმა ფილმის იდეა თავდაპირველად მისგან მოისმინეს.

"Django-ს იდეა მე მივაწოდე ჯეიმი ფოქსსა და კვენტინ ტარანტინოს Gold Digger-ის ვიდეოს სახით. და შემდეგ ტარანტინომ ის ფილმად აქცია". - თქვა მაშინ უესტმა.

კანიე უესტმა ტრეკი Gold Digger 2005 წელს გამოუშვა და ვიდეოში ჯეიმი ფოქსიც მონაწილეობს, ისევე როგორც კვენტინ ტარანტინოს 2012 წელს გამოშვებულ ფილმში - Django unchained.

რეჟისორმა ჯიმი ქიმელის შოუში თქვა, რომ ის და კანიე უესტი ერთმანეთს ხვდებოდნენ ხოლმე, რადგან არტისტს სურდა გამორჩეულ რეჟისორებს მისი ალბომის The College Dropout-ის ტრეკებისთვის "დიდი ფილმები" გადაეღოთ.

"არ არის სიმართლე, რომ ჯანგოს იდეა კანიე უესტს მოუვიდა, მან ამის შესახებ მე მითხრა და მე ვუპასუხე, რომ ეს მართლაც კარგი იდეაა, მოდი ავიღებ კანიეს იდეას და შევქმნი ჯანგოს აქედან. ეს არ მომხდარა. მე ჯანგოს იდეა მანამდე მქონდა, სანამ კანიეს შევხვდებოდი.

[...] მას ჰქონდა იდეა ვიდეოსი და ვფიქრობ, რომ ეს Gold Digger-ის იყო, რომ ის იქნება მონა და ყველაფერი იქნება ამ ნარატივში, რომ ის მონაა და მღერის Gold Digger-ს და ეს მართლაც სასაცილო იდეა იყო, ეს უნდა ყოფილიყო ირონიული. კანიე ამაზე მიანიშნებს". - თქვა ტარანტინომ.

კომენტარები