ნიკა გვარამიას საქმე

ვაშაძე: არანაირი შეწყალება არ იქნება, სანამ ერთობას არ დაინახავენ, ილუზიები უნდა მოვისპოთ

[...] ერთიანობის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გვინდა გვარამია იყოს თავისუფალი? - ერთიანობა, გვინდა სააკაშვილი იყოს თავისუფალი? - ერთიანობა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გვინდა? - ერთიანობა. სანამ დიდ ერთობას არ დაინახავენ, ყველანაირი ილუზია უნდა მოვისპოთ. არანაირი შეწყალება არ იქნება. არანაირ უზენაესში სხვა გადაწყვეტილება არ იქნება, არაფერი არ იქნება, სანამ ხალხის ერთობის ძალას არ ნახავენ. ვინც მივიღეთ ამის გადაწყვეტილება, მივდივართ ერთიანობის გზით, ვისაც სხვა გზა აქვს, გვაჩვენოს უკეთესი. დავდგებით ერთად - გავიმარჯვებთ. ერთიანობის შემთხვევაში გავიმარჯვებთ, გვარამია გათავისუფლდება დიდი ერთიანობის შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში არა.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები