2022 წელს გარდაცვლილები

ტიმ როტის შვილი, მუსიკოსი მაიკლ კორმაკ როტი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

NBC News

25 წლის ასაკში მსახიობ ტიმ როტის შვილი, მუსიკოსი მაიკლ კორმაკ როტი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელიც როტს 2021 წლის ნოემბერში დაუდგინეს. 

"კვირას, 16 ოქტომბერს, დავკარგეთ ჩვენი მშვენიერი ბიჭი კორმაკი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა. ის მშვიდად წავიდა იმ ქვეყნად ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში. განვლილი ერთი წლის განმავლობაში ის წარმოუდგენელი სიმამაცით იბრძოდა სიცოცხლისთვის და ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა იუმორის გრძნობა. ის იყო ველური, ენერგიით დამუხტული, მისი სული სავსე იყო სინათლითა და სიკეთით. ჩვენ ის გვიყვარს, ის მუდამ ჩვენთან იქნება". – წერია ტიმ როტის ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში.

2022 წლის ივლისში მაიკლ კორმაკ როტმა სოციალურ ქსელში დაწერა რომ ნოემბრიდან სიმსივნეს ებრძვის:

"ყოველდღიურად ვებრძვი სიმსივნეს. მიწევს ქიმიოთერაპია, წამლები, გადასხმები, ოპერაციები. ჩემს დაავადებას ქორიოკარცინომა ეწოდება, კიბოს იშვიათი სახეობაა. წონაში 25 კილოგრამით დავიკელი, ნაწილობრივ დავკარგე სმენა, მაგრამ არ დამიკარგავს გადარჩენისთვის ბრძოლის უნარი და იმედი. ცხოვრება მოკლეა, აკეთეთ ის რაც გიყვართ. იყავით ჯანმრთელად და ხშირად ეწვიეთ ექიმებს, შე**ცი კიბოს". – ამბობს მაიკლ კორმაკ სკოტი ერთ-ერთ მიმართვაში.

 

კომენტარები