ომბუდსმენობის კანდიდატი

ომბუდსმენობის კანდიდატი: ტრენერი ვარ, [რუსეთში ჩაბარება] მეგობარმა ქოუჩმა მირჩია

მე საშუალო სკოლა დავამთავრე ყაზახეთში, იმიტომ, რომ იქ ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები. ვინაიდან ქართული კარგად არ ვიცოდი, როცა დავბრუნდი საქართველოში, მომიწია რუსული სკოლის დასრულება საქართველოში და შემდეგ რუსულ ენაზე განათლების მიღება, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი, რომ ქართულ ენაზე უმაღლესი განათლება ბოლომდე მიმეღო.  

მე ვარ ტრენერი, მათ შორის, საერთაშორისო ტრენერი, ბევრი მიმართულებით ვარ ტრენერი, მაგრამ ერთ-ერთი არის პიროვნული განვითარება. პიროვნული განვითარების ნაწილში ჯერ კიდევ 1997 წლიდან ვსარგებლობ იმ სკოლის მასალებით, რომელიც მე დავასრულე. 

ძალიან პროფესიულ ამბავს გიყვებით. ეს არის იმდენად საინტერესო მიდგომა და მასალები, მას ჰქვია სინტონ მიდგომა, ანუ პიროვნული განვითარების ძალიან დიდი ციკლია. მე ვიყავი დაინტერესებული ამ მიდგომებით და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ასევე არის პიროვნული განვითარების საკითხებში ქოუჩი და ა.შ. მირჩია, რომ მოვხვდებოდი იმ ადამიანთან, ვის წიგნებსაც ვიყენებდი ჩემს პიროვნული განვითარების პროგრამებში. ამიტომ ჩავაბარე მასთან. 

თვითონ ეს სკოლა არ დგას რუსულ მოდელზე. რუსეთში კი არის, მაგრამ მათი მიდგომები არ არის. ავტორი კი არის რუსი, მაგრამ მათი მიდგომები არის, რაც დასავლეთშია პოპულარული.

ამბობს სახალხო დამცველობის კანდიდატი, ნუგზარ კოხრეიძე. ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ომბუდსმენობის კანდიდატს მის მიერ 2018-2020 წლებში რუსეთში მიღებულ განათლებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ზარქუამ მას ჰკითხა - "რა გადამზადება დაგჭირდათ ისეთი, რომ თქვენ რუსეთი აირჩიეთ?"

კომენტარები