რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა და უკრაინამ 102 ტყვე გაცვალეს – უკრაინაში 52 მოქალაქე დაბრუნდა

Andriy Yermak / Twitter

რუსეთ-უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის შედეგად 102 ტყვე გათავისუფლდა, მათ შორის, უკრაინაში 52 მოქალაქე დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან ოფიცრები, ექიმები, სერჟანტები, ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალებისა და შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები.

"რუსული ტყვეობიდან 52 ჩვენიანი გამოვიხსენით. მათ შორის არიან უკრაინის ეროვნული გვარდიის 12 ჯარისკაცი, მათ შორის აზოვის პოლკის, 18 საზღვაო ძალებიდან, 3 შეიარაღებული ძალებიდან, 8 პოლიციელი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე". – წერს ერმაკი.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინიდან დაბრუნებულ 50 ტყვეს "კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ".

კომენტარები