რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის თქმით, საეჭვოა, რომ რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია ნამდვილად დაასრულა

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ რუსეთის განცხადება საეჭვოა

"გვაქვს ინფორმაცია, რომ მტერმა დაასრულა მობილიზაცია, რადგან თითქოს აღარ არის საჭირო ფრონტზე რუსეთის მოქალაქეთა ახალი ტალღის გაგზავნა. ჩვენს ფრონტის ხაზზე კი განწყობა განსხვავებულია". - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სექტემბერში გამოცხადებული 300 000 რეზერვისტის "ნაწილობრივი მობილიზაციის" დასრულების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აცნობა

შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებული რეზერვისტიდან 218 000 ისევ წვრთნებს გადის, ხოლო 82 000 უკვე ბრძოლის ველზეა, აქედან 41 000 აქტიურ სამსახურშია.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინი ამბობდა, რომ სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში, მათ, ვისაც გამოცდილება ჰქონდა. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. 

რუსი სამხედრო ასაკის მქონე ათიათასობით კაცი თავის ქვეყნიდან საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში გადავიდნენ - იმ სახელმწიფოებში, სადაც ვიზა არ სჭირდებათ.

ნაწილობრივ მობილიზაციას მოჰყვა პროტესტი რუსეთის დიდ ქალაქებში. რუსეთის მასშტაბით ანტიმობილიზაციის საპროტესტო აქციებზე 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები