რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელი სამხედროების ევროკავშირის მიერ მომზადებას პოლონელი გენერალი უხელმძღვანელებს

პიოტრ ტრიტეკი

ევროკავშირის მიერ უკრაინელი სამხედროებისთვის განკუთვნილ საერთაშორისო სამხედრო წვრთნების მისიას პოლონელი ოფიცერი, მე-11 ჯავშან-კავალერიის დივიზიის გენერალ-მაიორი, პიოტრ ტრიტეკი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი საკუთარ Twitter-ზე წერს. 

როგორც ბლაშჩაკი წერს, ტრიტეკი უხელმძღვანელებს წვრთნების აქტივობებს. მისი თქმით, ეს დიდი პასუხისმგებლობა და ამასთანავე საერთაშორისო არენაზე პოლონეთის პოზიციის აღიარებაა.

17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინის დამხმარე სამხედრო თანადგომის მისიის შექმნა. მისიის მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებაა, რათა მათ სამხედრო ოპერაციების ეფექტიანად წარმოება და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მოქალაქეების დაცვა შეძლონ. მისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე იქნება განთავსებული და ოპერატიული შტაბბინა ბრიუსელში ექნება. მის ფარგლებში მოხდება უკრაინის სამხედრო პერსონალის გადამზადება სხვადასხვა ხარისხით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ევროკავშირის მიერ უკრაინის დამხმარე მისიის შექმნა და კიევისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება ორგანიზაციას კონფლიქტის მხარედ აქცევს.

კომენტარები