პოლიტიკაში იშვიათია კარგი მებრძოლის პოვნა. თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, და მე დამეჯერება, რადგან 30 წელია პოლიტიკიში ვარ, თუ ადამიანი მარცხდება პოლიტიკურ ველზე, ის, როგორც წესი, აღარ ბრუნდება ხოლმე. ამ მოცემულობას ძალიან ცოტა გამონაკლისი ჰყავს, ძალიან ცოტა ადამიანი ბრუნდება პოლიტიკაში! ჩვენი დღევანდელი სტუმარი იმ დიდებულთა შორისაა, რომლებიც პოლიტიკაში დაბრუნდნენ! ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ! მეორეჯერ მსახურობს ამ თანამდებობაზე! ის გახლავთ დიდი მებრძოლი და ამიტომაც არის ჩვენთვის სამაგალითო!
ორბანი: ღარიბაშვილი იმ დიდებულ პოლიტიკოსებს შორისაა, რომლებიც მარცხის შემდეგ დაბრუნდნენ

თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ბუდაპეშტში გამართულ ვახშამზე.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის 15 სექტემბრის რეზოლუციის თანახმად, უნგრეთი სრულად დემოკრატიულ ქვეყნად ვეღარ ჩაითვლება. დოკუმენტში წერია, რომ უნგრეთი გადაიქცა საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდულ რეჟიმად, რის მიზეზადაც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის რღვევაა დასახელებული. ევროპარლამენტის კანონმდებლების უმრავლესობა თვლის, რომ უნგრეთში ორბანის მმართველობიდან დღემდე დემოკრატია მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ამასთან, უნგრეთი რუსეთისგან გაზს ყიდულობს და მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სანქციებით ევროპამ საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა და ახლა სული ეხუთება.
უნგრეთის ნაციონალისტმა ლიდერმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის პრემიერმინისტრად მეოთხე ვადით არჩევის შემდეგ უკრაინის პრემიერმინისტრს ოპონენტი უწოდა. Європейська правда-ს ინფორმაციით კი, სწორედ ორბანია ის ლიდერი, რომელმაც ბუჩაში ხოცვის შესახებ მტკიცებულება მოითხოვა.
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილი ორბანს: ბევრი მაგალითი გადმოვიღეთ, თქვენი წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ
- ღარიბაშვილი: მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო ვიქტორ ორბანის პოლიტიკის მიმართ
- ორბანი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უპატივცემულობა იყო
- ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
- საქართველოს პრემიერის უნგრეთში ვიზიტი დაიწყო