საქართველო-უნგრეთი

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

"უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში.

პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).

მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა." - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები