რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანია ის ლიდერი, რომელმაც ბუჩაში ხოცვის შესახებ მტკიცებულება მოითხოვა – Європейська правда

Vivien Cher Benko / MTI

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ერთ-ერთმა ევროპელმა ლიდერმა მტკიცებულებები მოითხოვა, რომ ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა ნამდვილად დახოცეს მოქალაქეები და "ეს არ იყო დადგმა". Європейська правда-ს წყაროს ინფორმაციით, ეს ლიდერი უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ეს არ იყო შოლცი, მაგრამ იყო ერთი ძალიან უსიამოვნო შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა – "გვიჩვენეთ მტკიცებულებები, რომ ეს მართლაც მოხდა, რომ ეს არ იყო დადგმა. გვაჩვენეთ ეს მტკიცებულება!" ვერ ვიტყვი, ვინ იყო". – თქვა ზელენსკიმ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები