გიორგი გახარია

გახარია: საქართველოში კორუფცია და ოლიგარქია უნდა დამარცხდეს

ტაბულა

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და საქართველოს ექსპრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში კორუფცია და ოლიგარქია უნდა დამარცხდეს. ამით გახარია აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ეხმიანება, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ მოლდოვაში ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შორს და კიდევ 19 ფიზიკურ პირს, აშშ სანქციებს უწესებს.  

"დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია კორუფცია და ოლიგარქია, რომელიც ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, აჩერებს განვითარებას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში"- წერს გახარია. 

აშშ აცხადებს, რომ სანქციების დაწესების მიზეზი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა, არჩევნები, სასამართლო სისტემაზე გავლენა, სახელმწიფო სადავეების ხელში ჩაგდება და კორუფცია გახდა. აშშ-ს განმარტებით, სიაში ის პირები მოხვდნენ, რომლებიც მოლდოვაში რუსეთის ინტერესებს ატარებდნენ.

კომენტარები